დაკავებულები განაჩენის მოლოდინში - აქტივისტები პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან

21.11.25 13:21
დაკავებულები განაჩენის მოლოდინში - აქტივისტები პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესების ახალი სერია იწყება - დაკავებულები  ზაჰესის და დიღმის იზოლატორებიდან  სასამართლოს შენობაში უკვე მიიყვანეს. ისინი პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან.

ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ჰყავთ მოწმეები, რომლების გამოკითხვასაც დღეს მოითხოვენ, ასევე აქვთ ვიდეო ჩანაწერები, რითაც დაადასტურებენ, რომ არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას დაკავებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. 

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ის ჰიპერტონიკია[მაღალი არტერიული წნევის მატარებელი], შესაბამისად, იმედოვნებს, რომ მოსამართლე ამას გაითვალისწინებს.“

ქეთევანი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ის არის ჰიპერტონიკი, დაკავების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, მას ორჯერ დაუფიქსირდა ჰიპერტონული წნევა. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო მის მდგომარეობას აუცილებლად გაითვალისწინებს. გარდა იმის, რომ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, რისი მოლოდინიც არ მაქვს, რომ შსს მათ წარმოდგენას შეძლებს. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ქეთევანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, აუცილებელია მისი მუდმივი მონიტორინგი, შესაბსამისი მედიკამენტების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გართულებები, როგორიცაა ინსულტი, ან ინფარქტი, - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს, თბილისში მათე დევიძის მხარდასაჭერი მარში გაიმართა, სადაც პოლიციამ აქციის 15-მდე მონაწილე დააკავა.

მსგავსი სიახლეები