რაზე ესაუბრა კობახიძე აშშ-ს დელეგაციას საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს? - თინა ბოკუჩავა დეტალებს ამხელს

21.11.25 13:46
რაზე ესაუბრა კობახიძე აშშ-ს დელეგაციას საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს? - თინა ბოკუჩავა დეტალებს ამხელს

რაზე ესაუბრება ირაკლი კობახიძე აშშ-ს დელეგაციას საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს? - ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ერთ საათიანი შეხვედრის განმავლობაში კობახიძე ბიძინა ივანიშვილის გაყინულ 607 მილიონზე საუბრობდა, რომელზეც "ოცნების" დამფუძნებელი Credit Suisse-თან დაობს. 

ბოკუჩავას თქმით, ამ მილიონების გამო ივანიშვილმა ქვეყანა ტყვედ აიყვანა. 

ივანიშვილმა მისი ფულის გამო ქვეყანა ტყვედ აიყვანა, იმიტომ, რომ თვლის, რომ ეს 607 მილიონი, რომელიც კერძო დავის საგანი იყო მასა და შვეიცარიულ ბანკს შორის, ახლა უხილავ მასონთა ლოჟას აქვს დროებით მიტაცებული და მისი დაბრუნების მიზნით, ივანიშვილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა და ახლა ის ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის შედგა როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკონ, რომ საბოლოო მაიცნ დაიბრუნოს ის 607 მილიონი.

მე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო მაღალი დონის ვიზიტი, რაც შედგა საქართველოში შტატების მხრიდან, ეს იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, ერთსაათიანი შეხვედრიდან ირაკლი კობახიძე 45 წუთი, სწორედ ამ 607 მილიონზე საუბრობდა", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

გუშინ ივანიშვილის ადვოკატმა საერთაშორისო დავებზე განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე გავრცელდა. შვეიცარულმა ბანკმა ივანიშივილის ცოლს და შვილებს ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა. ივანიშვილი ელოდება, რომ ლოდონის სასამართლოში პროცესის მოგების მიუხედვად, ვერ მიიღებს ვერც "კრედიტ სუისთან" სადაო 607 მილიონ დოლარს. ჯამში ივანიშვილის ადვოკატის აღირებით, "ოცნების" დამფუძნებელს ერთ მილიარდ დოლარამდე ფული აქვს გაყინული. 

 

მსგავსი სიახლეები