მოსამართლე დავით მაკარიძემ ხალიბეგ მაგამედოვს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
სამოქალაქო აქტივიტს, ხალიბეგ მაგამედოვს, რომელიც მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დააკავეს, 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე დავით მაკარიძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს დავით გუნაშვილის პროცესიც. ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებად საქმეში ჩადო ვიდეო, რომლითაც ირწმუნებიან, რომ თუ აქტივისტს ერთი ფეხი ტროტუარზე უდგას მეორე კი გზაზე - ეს სამართალ დარღვევაა და უნდა დაიჭირონ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს ჯამში 13 აქტივისტი ელოდება.