მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნელი დიასამიძე 3200 ლარით დააჯარიმა

21.11.25 15:23
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნელი დიასამიძე 3200 ლარით დააჯარიმა

ნელი დიასამიძეს სასამართლომ 3200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

ცნობისთვის, ნელი დიასამიძე 19 ნოემბერს 12 პირთან ერთად დააკავეს. ისინი მათე დევიძის მხარდამჭერ მარშში მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები