გიორგი ჟამერაშვილი და რეზი დუმბაძე მოსამართლე მაკარაძემ 5000-5000 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე დავით მაკარაძემ აქციების აქტიურ მონაწილეები, რევაზ დუმბაძე და გიორგი ჟამერაშვილი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა.
დუმბაძე და ჟამერაშვილი 19 ნოემბერს პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე დააკავეს. შსს მათ 173-ე მუხლის საფუძველზე პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ასევე 5 000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ დავით გუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.