მათე დევიძის და პროკურორ ხუბეჯაშვილს: აუცილებლად გასამართლდები, შენი დროც მოვა

21.11.25 16:45
მათე დევიძის და პროკურორ ხუბეჯაშვილს: აუცილებლად გასამართლდები, შენი დროც მოვა

 

 

სინდისის პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე პროკურორ ანა ხუბეჯაშვილს მიმართავს. როგორც ის ამბობს, “ხუბეჯაშვილი ყველაზე დიდი დამნაშავეა და ის აუცილებლად გასამართლდება.“

“შენ ძალიან დიდი დამნაშავე ხარ და საფრთხეს ზუსტად შენ წარმოადგენ საზოგადოებისთვის, უდანაშაულო ადამიანებს რომ უშვებ ციხეში“, - ამბობს დევიძე.

ხუბეჯაშვილისგან სხვას არც არაფერს მოველოდი, მაგრამ იცოდე, რომ შენ უფრო მეტი დანაშაული გაქვს ჩადენილი და როცა შენი დრო მოვა, აუცილებლად გასამართლდები, 4 წლით და 6 თვით კი არა, ბევრად მეტით, რადგან შენ ძალიან დიდი დამნაშავე ხარ და საფრთხეს ზუსტად შენ წარმოადგენ საზოგადოებისთვის, უდანაშაულო ადამიანებს რომ უშვებ ციხეში. მათეს საქმეზე, თუ სააპელაციო არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ის გათავისუფლდეს, რაც არის სწორი, საქმე წავა უზენაესში, უზენაესიც თუ არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც  იქნება სამართლიანი, საქმე წავა სტრასბურგში , - განაცხადა ელენე დევიძემ.

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი მათე დევიძისთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს. პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, დევიძეს მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი აქვს დანიშნული, რაც მისი პოზიციით, სამართლიანობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სამი პოლიციელისთვის ჯოხისმაგვარი საგნის დარტყას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები