ბაია მარგიშვილმა 14 - დღიანი პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა
სამოქალაქო აქტივისტმა, ბაია მარგიშვილმა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
ბაია მარგიშვილი, რომელსაც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს ეზოში 7 ნოემბერს დააკავეს.
"ბრძოლა ბოლომდე!" - თქვა მან "ტვ პირველთან" დაკავებამდე.
ახალგაზრდა ქალს შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.