საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა პატიმრებისა და პრობაციონერთა ჯამური რაოდენობით - ევროსაბჭოს მონაცემები

21.11.25 18:25
საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა პატიმრებისა და პრობაციონერთა ჯამური რაოდენობით - ევროსაბჭოს მონაცემები

საქართველო პრობაციონერებისა და პატიმრების ჯამური რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა. საუბარია ყოველ ასი ათას მოსახლეზე. ახალი მონაცემები ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. 

კვლევაში მითითებულია, რომ შეუძლებელია აღნიშნულ ფაქტს რაიმე სწორი ახსნა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში სისხლის სამართლის მექანიზმების გადამეტებულად გამოყენება ხდება. 

სპეციალისტები, შსს-ს და სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი დამცველები, მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ "ოცნება" მსჯავრდებულებზე ზეწოლას აძლიერებს.

ევროსაბჭოს ფარგლებში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა, სადაც აღწერილია სტატისტიკური ინფორმაცია ევროპის საბჭოს მასშტაბით პრობაციონერთა რაოდენობის შესახებ. ამ კვლეის მიხედით, ასი ათას მოსახლეზე ნაანგარიშევით, საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება პრობაციონერთა რაოდენობით. ერთი შეხედვით, ეს რიცხვი 22 ათასია, მაგრამ 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით საკმაოდ მაღალი გამოდის, ევროპულ საერთო მაჩვენებელზე ძალიან მაღალია. 

ასევე, ამ კვლევაში წარმოდგენილია პატიმრების რაოდენობა პლიუს პრობაციონერთა რაოდენობა. ამ ნაწილში საქართველო, საერთოდ, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. კვლევაში მითითებულია, რომ შეუძლებელია, ამას რაიმე სწორი ახსნა ჰქონდეს გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის მექანიზმების გადამეტებულად გამოყენება ხდება, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

იურისტი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ როგორ წესი, სახელმწიფო ორიენტირებულია მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებაზე და ნაკლებად ინტერესდება აღნიშნულის პრევენციით. 

სახელმწიფო და სამართალდამცავი სისტემა ძირითად შემთხვევებში უფრო მეტად, როგორც წესი, ორიენტირებულია ხოლმე უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირების განხორციელებაზე და ნაკლებად ინტერესდება შემთხვევების პრევენციით, რომელიც გულისხმობს ყველა შესაბამისი სექტორის ჩართულობას და მულტისექტორულ მიდგომას იმისთვის, რომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით თავიდან ავიცილოთ დანაშაულებრივი ქმედებები, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.  

მსგავსი სიახლეები