პრობაციონერებისა და პატიმრების რეკორდული რაოდენობა ქვეყანაში - იურისტები "ოცნებას" ზეწოლაში ამხელენ

21.11.25 20:21
პრობაციონერებისა და პატიმრების რეკორდული რაოდენობა ქვეყანაში - იურისტები "ოცნებას" ზეწოლაში ამხელენ

ევროპის საბჭოს ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველო ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრებისა და პრობაციონერების ერთობლივი რაოდენობით ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ასი ათას მოსახლეზე დაახლოებით 22 ათასი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე მოდის. იურისტები ამ ტენდეციას საგანგაშოდ აფასებენ.

ექსპერტების განმარტებით, სისხლის სამართლის მექანიზმების კოლოსალური მოცულობით გამოყენება სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს. ევროსაბჭოს კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მონაცემებს სხვა მკაფიო ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ზედმეტად ხშირად გამოიყენება რეპრესიული მიდგომები.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მსგავს საქმეებზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ამბობენ, რომ პრობაციონერთა რაოდენობის ზრდა პირდაპირ ასახავს ხელისუფლების მხრიდან მსჯავრდებულებზე კონტროლისა და ზეწოლის გაძლიერებას.

ვრცლად ნახეთ სოფო ნაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები