"ოცნება" მოსამართლეებზე კონტროლს აძლიერებს - რა ხდება სასამართლო სისტემაში?

21.11.25 21:02
"ოცნება" მოსამართლეებზე კონტროლს აძლიერებს - რა ხდება სასამართლო სისტემაში?

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებში შიში და უნდობლობა ყოფილმა მოსამართლემ, თამარ ლალიაშვილმა ამოიკითხა. მისი შეფასებით, ოლიგარქთან ასოცირებული მმართველი გუნდი აღარ ენდობა სასამართლო სისტემის ნაწილს, რის გამოც კანონმდებლობას ცვლის და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს - საქმეების განაწილება ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით, პირდაპირ.

ლალიაშვილის თქმით, მოსამართლეთა ნაწილი დღემდე ირაკლი ღარიბაშვილის გუნდთან ასოცირდება და არსებობს შიში, რომ ისინი შესაძლოა უკვე ყველა პოლიტიკურ დავალებას აღარ დაემორჩილონ. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი ცდილობს პროცესები კონტროლქვეშ აიყვანოს.

ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელსაც აშშ-ის მიერ კორუფციის ბრალდებით სანქცირებული ლევან მურუსიძე ხელმძღვანელობს, ექნება უფლება, მოსამართლეს ჩამოართვას უკვე განაწილებული საქმე და სხვა მოსამართლეს გადასცეს. ვარაუდის მიხედვით, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოსამართლე ამერიკის სანქციების სიაში მოხვდა, მმართველ გუნდში გაჩნდა შიში, რომ სასამართლო სისტემის ნაწილი იძულებით ერთგულებას აღარ გამოავლენს.

საკანონმდებლო ცვლილებები ამით არ შემოიფარგლება. საბჭოს წარმომადგენლები ყოფნა ვალდებულია ყველა გადატვირთულ სასამართლოში. დიდ სასამართლოებში, სადაც 30 და მეტი მოსამართლეა, თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, რომელთაგან ერთს საბჭო დანიშნავს.

ასევე, იუსტიციის საბჭო განსაზღვრავს მოსამართლეთა კონფერენციებისა და მივლინებების წესებსაც.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები