სასამართლომ ნინო გუდაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ ნინო გუდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ნინო გუდაშვილი 19 ნოემბერს 12 პირთან ერთად დააკავეს. ისინი მათე დევიძის მხარდამჭერ მარშში მონაწილეობდნენ.