პოლიცია აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს

21.11.25 22:48
პოლიცია აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს

არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს. 

დაკავებულებიდან ერთ-ერთი თამუნა გიორგაძეა, მეორე კი ლექტორი, ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია. 

ცნობისთვის მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის მეტროსკენ დაიძრნენ. 

მანამდე თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ მურმან შელია დააკავა. 

მსგავსი სიახლეები