"მკვლელის მამა ამაყად დააბოტებს, ტროლ/ბოტებით უკვე შემოგვიგდეს რამდენიმე მუქარა" - მოკლული მასწავლებლის დედა "ოცნებას" მიმართავს
თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში სასტიკად მოკლული მასწავლების, გიგა ავალიანის დედა სავარაუდო მუქარაზე ალაპარაკდა.
როგორც ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს, ტროლ/ბოტებმა მისი მოკლული შვილის გაშავების კამპანია დაიწყეს.
ვალიოანის დედა ამბობს, რომ რომ პროკურატურა მის წერილზე არ რაგირებს და "ოცნებას" მიმართავს:
მივმართავ ხელისუფლებას!
მე რომ გუშინ ღია წერილი მივწერე საქართველოს პროკურატურას, მართლა ხომ არ ეგონათ, რომ საჯარო პასუხის მოლოდინში ვიყავი?!
არა! მე ამ წერილით მათ სარკე მივუტანე ცხვირწინ, რომ შიგ ჩაეხედათ და უსუსური სახეები დაენახათ, მაგრამ სულ მომკვდარან და ვერც კი დაორთქლეს!
მათმა არასწორმა სვლამ, უკვე გამოიღო შედეგი:
1) მკვლელი ა. გ.-ის მამამ, ახალი ადვოკატით მხრებგაშლილმა, ტონი შეიცვალა და აქამდე თუ ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებდა, დღეს ამაყად დააბოტებს!
2) ტროლ/ბოტებით უკვე შემოგვიგდეს რამდენიმე მუქარა და შეაპარეს გიგას გასაშავებელი კომენტარები.
❗გ ა ა ს ა ჯ ა რ ო ვ ე თ
ა. ნ. და ა. გ.-ს მიმოწერა, გაიგოს ხალხმა, რომ მართლა
მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა დაგეგმეს და ისიც წაიკითხონ, როგორი ლექსიკონით საუბრობენ ,,არასრულწლოვანები"❗
(ა. ნ. არის ,,ვაჟკაცი გოგო", ნ. ი. და ა. გ.-ის საერთო მეგობარი)
📌მივმართავ
ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა ს!
გთხოვთ, ვისაც კი, თუნდაც ერთი კომენტარი დაგხვდებათ ჩვენდამი მუქარის, ან გიგას საწინააღმდეგო, დასქრინეთ და ჩამიყარეთ.
მადლობა ყველას, ვინც ნებისმიერი ფორმით გამოხატავს ჩვენს თანადგომას." - წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს