"თამუნა გიორგაძეს აქვს სილურჯეები" - სად არიან გადაყვანილები გუშინ ღამით დაკავებული აქტივისტები

22.11.25 11:34
"თამუნა გიორგაძეს აქვს სილურჯეები" - სად არიან გადაყვანილები გუშინ ღამით დაკავებული აქტივისტები

ერთ ღამეში დაკავებული კიდევ 3 დემონსტრანტი - გუშინ რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტი თამუნა გიორგაძე, ლექტორი, ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია და მურმან შელია დააკავეს.

სამივე დაკავებული დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. თამუნა გიორგაძე უკვე მოინახულა ადვოკატმა. უფლებადამცველი ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივისტს სილურჯეები და ძალადობის კვალი აღენიშნება

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ გელა გელაძის უწყების თანამშრომლები დაკავებისას ქალ აქტივისტს ასფალტზე ათრევენ.

ის მარშს მოყვებოდა და დაახლოებით ოპერის მოპირდაპირე მხარეს, როცა აქციის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ და რა დროსაც სამართალდამცველებმა ჩაკეტეს მათ შორის მიწისქვეშა გადასასვლელები, ამ დროს ის ირაკლი ფიფიასთან ერთად, რომელცი ასევე დაკავებულია, ხელკავით გადაადგილდებოდა. ამ დროს მათთან მოულოდნელად მივიდნენ პოლიციელები და დაიწყეს მათი დაკავება ძალის გამოყენებით. ჯერ ირაკლი ფიფიას ათრევდნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ამის შემდეგ თამარ გიორგაძეც გაათრიეს, რა დროსაც ის ძირს დაეცა. თამარ გიორგაძეს მარჯვენა ხელზე აქვს დალურჯებები, მარცხენა ხელის იდაყვზე აღენიშნება დაზიანებები. სახეზე არ არის დაუმორჩილებლობა, შესაბამისად დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო", - ამბობს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები