ფაშიზმის იდეოლოგიის ქართველ მიმდევარზე გერმანიამ სამართლებრივი დევნა დაიწყო
ფაშიზმის იდეოლოგიის მიმდევარი ქართველი მამაკაცის წინააღმდეგ გერმანიამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - გიორგი ჭელიძის წინააღმდეგ საქმე მის სხეულზე არსებული ტატუების გამო აღძრეს. ირკვევა, რომ მამაკაცი პოლიციაში იმის გამო დაასმინეს, რომ მას ტანზე დახატული აქვს არწივი ბორჯღალოები და ეგრედ წოდებული სვასტტიკა.
გავრცელებული ინფორმაციით გერმანული გამოძიება ახლა ანტიკონსტიტუციური და ტერორისტული ორგანიზაციების სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევას სწავლობს.
ჭელიძე ამბობს, რომ ტატუები ნამდვილად აქვს, მაგრამ ამ უკანასკნელში პრობლემას ვერ ხედავს. ქართველი მამაკაცი, ოფიციალური ბერლინისგან მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.