ფოთში მომხდარ ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

22.11.25 12:13
ფოთში მომხდარ ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფოთში(ჭალადიდში) მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 22 წლის თომა პაჭკორიაა.

"პირველების" ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ამ დროის მონაცემებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხევის ადგილას კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები