ევროპა აშშ-ის "სამშვიდობო გეგმაზე" პასუხს ამზადებს

22.11.25 13:04
ევროპა აშშ-ის "სამშვიდობო გეგმაზე" პასუხს ამზადებს

რამდენიმე ევროპული ქვეყანა შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით საპასუხო წინადადების წარდგენას განიხილავს - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ განაცხადა.

სტორეს თქმით, აღნიშნულ წინადადებას სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილე ევროპული ქვეყნები წარადგენენ. 

„ეს შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იქნას, მაგრამ ამისათვის ევროპელები უნდა გაერთიანდნენ და შექმნან საპირწონე იმ სფეროებში, სადაც ამ წინადადების მიღება საეჭვოა, შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.

აშშ-ის გეგმის „გაძლიერებაზე" საუბრობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც. მისი განცხადებით, დღეს, 22 ნოემბერს, უკრაინის მოკავშირეები სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, G20-ის (დიდი ოცეული) სამიტზე შეიკრიბებიან და რუსეთთან ომის დასრულების აშშ-ის გეგმის „გაძლიერებას“ შეეცდებიან.

BBC-ის ცნობით, ზელენსკი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა კირ სტარმერს, ასევე, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს.

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, მაკრონსა და კანცლერ მერცს. ეს ჩვენთვის შესაძლებლობა იყო კიდევ ერთხელ გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის მიმართ, რომელიც გულისხმობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი საბოლოოდ უკრაინამ უნდა განსაზღვროს. ახლა ყველას გვინდა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რაც ყველა ჩვენგანს გვინდა, ამიტომ ამ მიზნისკენ უნდა ვიმოძრაოთ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. თუმცა პრინციპი, რომ უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი თავისი სუვერენიტეტით ფუნდამენტური პრინციპია"-ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

  • ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ლიდერები ერთად შეიკრიბებიან და უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზებზე ისაუბრებენ. დიდი ოცეულის ქვეყებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რა ულტიმატუმს უყენებენ კიევს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:

  • გეგმის ძირითადი პუნქტებია:
  • • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
  • • ნატო აღარ გაფართოვდება;
  • • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
  • • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
  • • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
  • • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
  • • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.

მსგავსი სიახლეები