გოგა მემანიშვილმა ხელი მტაცა, ვიფიქრე ხელს მკრავს-თქო და თურმე მაკავებდა - მიხეილ ზაქარეიშვილი სასამართლოზე

22.11.25 14:12
გოგა მემანიშვილმა ხელი მტაცა, ვიფიქრე ხელს მკრავს-თქო და თურმე მაკავებდა - მიხეილ ზაქარეიშვილი სასამართლოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ნოემბერს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, მიხეილ ზაქარეიშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი იხილავს. 

ცოტა ხნის წინ სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა აქტივისტმა, დეტალურად მოუყვა სასამართლოს, როგორ მოახდინა პოლიციის მაღალჩინოსანმა, გოგა მემანიშვილმა მისი დაკავება.

  • სამოქალაქო აქტივისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

მიხეილ ზაქარეიშვილი - ხმიათაშვილია პოლიციელი რომელმაც 11 ნოემბერს მიმითითა ბაიიკის გადაყენებაზე და გადავაყენე სადაც მიმითითა მაგრამ მაინც დავჯარიმდი, თუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს წინა ფაქტები კავშირშია ამ საქმესთან ყველა გამოკითხეთ.

გადადება მიმაჩნია საჭიროდ მოვითხოვოთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. იქ სრულად ჩანს 2 საათი როგორ ვარ რუსთაველზე,ჩანს როგორ ვემორჩილები პოლიციას როგორ გადამყავს მოტო. მაქვს მტკიცებულება ჩემს მობილურში, როგორ დგას მოტო წესების დაცვით.

მე გოგა მემანიშვილს დავემორჩილე, თუმცა მან მაინც დამაკავა.

არ ვეთანხმები არაფერს, გოგა მემანიშვილი მოვიდაა აგრესიით, რატომ აყენებ მოტოციკლს აქო, დავიწყე გადაყენება და ვუთხარი მოპედია ეს და არ შეგეშალოს თქო და ესეიგი არ მემორჩილებიო და მსტაცა ხელი, ვიფიქრე ხელს მკრავს-თქო ,როგორც იციან ძველბიჭურად და თურმე მაკავებდა"- განაცხდა სასამრთლო პროცესზე მიხეილ ზაქარეიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები