საქადაგიანოს და ციხისძირის დამაკავშირებელი ხიდი ავარიულია - „ლელო-ძლიერი საქართველო" საფრთხეებზე საუბრობს

22.11.25 14:30
საქადაგიანოს და ციხისძირის დამაკავშირებელი ხიდი ავარიულია - „ლელო-ძლიერი საქართველო" საფრთხეებზე საუბრობს

ორი სოფლის, საქადაგიანოს და ციხისძირის დამაკავშირებელი ხიდი, სავალალო მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო-ძლიერი საქართველო" ავრცელებს და საფრთხეებზე საუბრობს. 

მათი თქმით, საკმაოდ დიდ სიმაღლის ხიდი, რომელიც ორ მდინარეზე, ქსანზე და საფონოზე გადადის, ავარიულია, მოაჯირის უმეტესი ნაწილი მონგრეულია და ყოველდღიურად უამრავ ბავშვს რისკის ფასად უწევს ერთი სოფლიდან მეორეში, სკოლაში ფეხით სიარული.

"სახიფათოა მანქანებით გადაადგილებაც მითუმეტეს ღამით, როდესაც მოაჯირმოშლილი ხიდი გაუნათებელია. სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს"- ნათქვამია ინფორმაციაში. 

ადგილზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი იმყოფებოდა. იგი ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ და ხიდის დროული შეკეთებისკენ მოუწოდებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ორი მუნიციპალიტეტის გზაგასაყარზე მდებარე, სახიფათო ხიდზე, ორივე თემი პასუხისმგებლობას იხსნის და მეორეს აკისრებს, საბოლოო ჯამში კი არც ერთი აკეთებს. მცხეთის და კასპის მერიაში ვერ გარკვეულან რომლის ტერიტორიას ეკუთვნის ხიდი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები