"საიდან მოხდა საქმის მასალები ამ პირების ხელში" - მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას ახსნა-განმარტებას სთხოვს

22.11.25 15:09
"საიდან მოხდა საქმის მასალები ამ პირების ხელში" - მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას ახსნა-განმარტებას სთხოვს

 

 

თბილისში მოკლული მასწავლების, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს - შვილმკვდარი დედა საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვს, უთხრან, როგორ ჩაუვარდათ ხელში უცნობ ადამიანებს საქმის მასალები. 

გარდაცვლილი პედაგოგის მშობელი "პირველებთან" ამბობს, რომ მათ მიმართ მუქარები არ წყდება და შეტყობინებებში, რომელსაც მას უგზავნიან, ისეთი ინფორმაციაა, რაც მხოლოდ საქმის მასალებში დევს. 

ეს დაიწყო ორი დღის წინ. პროკურატურა ფარცხავს საქმეს, პარალელურად ოჯახი ცდილობს ჩვენ მუქარით შეგვაჩერონ. მე ასე იოლად გამჩერებელი არ ვარ. ადრესატი შეეშალა პროკურატურასაც და ოჯახსაც. 

სიმართლე გითხრათ, მე ველოდი კიდეც მუქარას, მაგრამ ასე სწრაფად არა. რამდენიმე სქრინი მაქვს. საუბრობენ საქმის მასალებით. მე პროკურატურასაც მივმარტავ, ახსნან საჯაროდ, საიდან აქვთ ამ ხალხს საქმის მასალებთან წვდომა და თუ არ აქვთ, მაშნ რატომ აპელირებენ საქმის მასალებით", - ამბობს ეკა კუპატაძე. 

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს 

მსგავსი სიახლეები