ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, რომ მედია სასამართლო დარბაზებს დაუბრუნდეს - ღურწკაია
რაა რეფორმებს გაატარებს ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში უფლებადამცველი მუხრან ღურწკაია - დღეს მან საკუთარი პროგრამა წარადგინა და საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრა. ღურცკაია ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ადვოკატის საქმიანობის და ღირსების ამაღლება.
ღურწკაიას მოსაზრებით, ადვოკატთა ასოციაციამ ისეთ ტიპის მართველობა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც უფლებადამცველებს თანაბარპირობებში ჩააყენებს.
ჩემს პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი არის, რომ მედია უნდა დაუბრუნდეს სასამართლო დარბაზებს, იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. მედიის გამოძევება არის დაუშვებელი. მე თუ გავხდები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, აუცილებლად ყველასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, რომ მედია სასამართლო დარბაზებს დაუბრუნდეს.