პოლიცია ადასტურებს, რომ მომიტინგე ჭყვიტინა სათამაშოს გამო დააკავეს

22.11.25 15:59
პოლიცია ადასტურებს, რომ მომიტინგე ჭყვიტინა სათამაშოს გამო დააკავეს

სასამართლოში 20 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ვანო სხირტლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოწმედ მისული პოლიციელები, რომლებცი ერთი მეორის იყოლებით აძელევენ ჩვენებას, სხდომაზე დაადასტურებენ, რომ მომიტინგე ჭყვიტინა სათამაშოს გამო დააკავეს.

როგორც სხდომიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, გელა გელაძის უწყების თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ვანო სხირტლაძის ჭყვიტინა სათამაშომ თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინათ.

ადვოკატი: რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა?

შსს-ის წარმომადგენელი N1: ცინიკური დამოკიდებულებით, როცა პატრულთან მიდის, ცდილობს დასცინოს და ცინიკური დამოკიდებულება გამოხატოს ამის გამო მოხდა მისი დაკავება.

შსს-ის წარმომადგენელი N2: ხელში ეჭირა სათამაშოს მაგვარი ხელსაწყო, რომელიც გამოსცემდა ხმას, ეს მიქონდა პოლიციელების სახეებთან და ცდილობდა გამოწვევას. სახესთან რომ მიგაქვს ჭყვიტინა სათამაშო და ხმებს გამოსცემს ეს ნამდვილად დამამცირებელია.

პოლიციელი გიორგი ბადურაშვილ: აქციის მონაწილეებში გამოვარჩიე ივანე, ეჭირა სათამაშო რომელიც გამოსცემდა ხმას ჭყვიტინებდა, იგი მიდიოდა პოლიციელებთან და გამოსცემდა ამ ხმებს. ამ ქმედების გამო თავი შეყრაცხყოფილად ვიგრძენი, დაკავების მიზეზი გახდა ეს ირონიული ქმედება, რაც გამოიხატებოდა სათამააოს სახესთან ჭყვიტინით. ეს ხმა სპეციფიურია და მაღალი ხმა აქვს ამ სათამაშოს.

პოლიციელი ვლადიმერ ადამია: ბატონი ივანე გამოირჩეოდა დამამცირებელი ქმედებებით, ხელში ეჭირა ჭყვიტინა სათამაშო, რომელიც დაჰქონდა პოლიციელებთან და გამოსცემდა ხმებს, ეს იქნა მისი დაკავების მიზეზი, მოწოდებას ადგილი მის მიმართ არ ჰქონია და მანძილიც ისეთი იყო ვერ გაიგებდა ხმას.

ჭყვიტინის გამო ბრალდებული სხირტლაძე: რასთან ასოცირდება თქვენთვის მამლის ჭყვიტინი?

მოწმე პოლიციელი: სოციალურ ქსელში არის ვიდეოები, სადაც ეს ხმა დაცინვის მიზნითაა გამოყენებული, შეიძლება ბევრი რამე ჭყვიტინებს, მაგრამ აღნიშნული სათამაშო იყო დამამცირებელი.

ჭყვიტინის გამო ბრალდებული სხირტლაძე:კიტრი რომ მჭეროდა ხელში, შეურაცხყოფლად იგრძნობდით თავს?

მოწმე პოლიციელი: არა კიტრი რომ გჭეროდათ, ვიფიქრებდი რომ გშიათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე გაირკვა, რომ ვანო სხირტლაძს დაკავების ოქმი დარღვევითაა შედგენილი - სამოქალაქო აქტივისტი 20-ში დააკავეს და ოქმი დღევანდელი რიცხვით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები