დაკავებულ 71 წლის პენსიონერს სპეციფიკური მედიკამენტები სჭირდება, რომლის შეგზავნაც პრობლემატურია - ადვოკატი

22.11.25 17:15
დაკავებულ 71 წლის პენსიონერს სპეციფიკური მედიკამენტები სჭირდება, რომლის შეგზავნაც პრობლემატურია - ადვოკატი

იზოლატორში გამოკეტილი 71 წლის პენსიონერი დახმარებას ითხოვს - ადვოკატის თქმით, მურმან შელიას, რომელიც წუხელ აქციაზე დააკავეს, მძიმე დიაგნოზის გამო მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, თუმცა წამლები, რომელსაც ყოველდღიურად იღებს, იზოლატროში რთულად შესაგზავნია, რადგან შესაბამისი დოკუმენტაცია სჭირდება.  

უფლებადამცველები ირაკლი შელიასთან და ირაკლი ფიფიასთან უფლებადამცველები იზოლატორში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.

გუშინ აქციაზე დაკავებული სამი მომიტინგე სასამართლოს ჩანიშვნას ელოდება. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სამივე მათგან იზოლატორში 48 საათი გააჩერებენ. 

ირაკლი ფიფია დაკავებულია პოლიციელისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორიჩილებლობის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ხოლო ბატონი მურმანი დაკავებულია პოლიციელისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორიჩილებლობის მუხლით. მათ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ პოლიციისთვის. ბატონი მურმანი გახლავთ 71 წლის ონკო-პაციენტი, თუმცა არ იქნა გათავლისწინებული არანაირი გარემოება. არვიცით სასამართლო დღეს ინებქ თუ ხვალ, ანუ სავარაუდოდ, მათ მოუწევთ 48 საათის განმავლობაში იზოლატორში ყოფნა. ბატონ მურმან სჭირდება სპეციფიკური მედიკამენტები, რომლის შეგზავნაც პრობლემატურია, რადგან სჭირდება ფორმა100 და  ტექნიკურად ეს პრობლემატურია დროებითი მოთავსების იზოლატორში. ის ვერ იღებს მედიკამენტებს იზოლატორში ყოფნის დროს. ირაკლი არის გაოცებულ დაკავების გამო, განმარტება არავის გაუკეთებია, თუ რატომ დააკავეს", - ამბობს ადვოკატი. 

გუშინ რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტი თამუნა გიორგაძე, ლექტორი, ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია და მურმან შელია დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები