სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი - შოკისმომგვრელი ინტერვიუ
რუსი ბიზნესმენი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობს, ირწმუნება, რომ ყოფილი მეუღლე მათ 4 წლის შვილზე სექსუალურად ძალადობდა.
- შოკისმომგვრელ ვიდეოში, რომელიც სოციალური ქსელით ბავშვის ვრცელდება, მცირეწლოვანი გოგონა ჰყვება, რომ ბიოლოგიური დედა სექსუალურად ძალადობდა.
ბავშვის მამა, პაველ სვრისკია, საქართველოს პროკურატურისგან ბავშვის ბიოლოგიური დედის დასჯას ითხოვს.
ამასთან, ცნობილი მსახიობი რეგინა მიანიკი [პაველ სვრისკიას ცოლი], "შაბათის ეთერს" უყვება, რომ სამი წლის წინ ის მეუღლესთან, ბიზნესმენ პავილ სვირსკისთან ერთად საქართველოში საცხოვრელად გადმოვიდა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა, რომ მის გერს უჩვეული ქცევა ჰქონდა. საბოლოოდ, დედინაცვალის მონათხრობით, გაირკვა, რომ სკოლის ასაკის მოსწავლე სექსუალური ძალდობის მსხვერპლი იყო.
ისტორია, რომელსაც ქალი ყვება გამაოგნებელია, ის ამტკიცებს, რომ სკოლის მოსწავლეს ბიოლოგიური დედა პორნოგრაფიული და ეროტიკული შინაარსის ვიდეომასალას უჩვენებდა.
მისი თქმით, ამის შემდეგ მცირეწლოვნის მეურვეები მიხვდნენ, რომ უმძიმესს დანაშაულთან ქონდათ საქმე და თბილისში პოლიციის არასრულწლოვანთა დეპარტამენტს მიმართეს - პაველ სვირსკიმ მისი ყოფილი ცოლი მცირეწლოვან შვილზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
როგორც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, თბილისის პოლიციის არასრულწლოვანთა დეპარტამენტში ბავშვის გამოკითხვებს ოჯახის უფლებადამცველი ესწრებოდა, ის ადასტურებს, რომ ბავშვი გარყვნილი ქმედების არა ერთ ეპიზოდს აღწერდა.
TV პირველისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენების შემდეგ მცირეწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა. 10-მდე სამედიცინო ფსიქოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვი მსხვერპლია და მასზე ბიოლოგიური დედა სექსუალურად ძალადობდა. დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას იმეორებს სამხარაულის ეროვნული ბიუროც.