შიმშილობის 27 დღე პარლამენტთან - მოშიმშილეების მდგომარეობა საყურადღებოა
შიმშილობის 27-ე დღე საქართველოს პარლამენტთან - ყველაზე მძიმე პროტესტში ჩართული მოქალაქეების მდგომარეობა საყურადღებოა. სამკვირიანი შიმშილობის შემდეგ ხალხს 24 საათიანი სამედიცინო დაკვირვება სჭირდებათ, თუმცა სასწრაფო ადგილზე მხოლოდ მაშინ მიდის, როცა მოშიმშილეები 112-ში თავად რეკავენ.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ სისუსტე აღენიშნებათ, ცვლილებებია ანალიზშიც, თუმცა ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, მორალურდა მხნედ არიან.
ჩვენ თავს მხნედ ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, 27 დღეა შიმშილობის და ამ დროისთის უკვე სისტემატიური სამედიცინო მეთვალყურეობა გვესაჭიროება, თყმცა ჯანდაცვის სამინისტროდან და ხელისუფლებისგან ამას აღარ ველოდებით. გამოძახებით მოდიან, მაგრამ მათთის ეს აქცია ჰუმანიტარული თვალსაზირით საინტერესო არ არის. გასაგებია, რომ ისინი არალეგიტიმურად თავის თავს არ თვლიან და არც პოლიტპატიმრების არსებობასაც აღიარებენ, - ამბობს გედევან ფოფხაძე.
ჯანმრთელობის გაუარესებას ადასტურებს კიდევ ერთი მოშიმშილე დარეჯან ცხვიტარია. ამის მიუხედავად, აქციის მონაწილე ამბობს, რომ შიმშილობის აქტის გარეშე ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.
რა თქმა უნდა, რაღაც ხარვეზები არის ჯანმრთელობის მხრივ. გუშინ, მაგალითად, ძალიან დამეცა შაქარი, 54 მქონდა. შმშილობის გარეშე არაფრისთვის მიუღწევიათ, შიმშილობა იყო ფორმა, რომელმაც მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ შიმშილით, წვალებით მონაპოვარს ახლა გვართმევს ეს ურდოები და ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ გადავავსოთ ეს რუსთაველი, მიზიდულობის ცენტრად ვაქციოთ რუსთაველი, რომ მთელი მსოფლიო ჩვენზე ლაპარაკობდეს, - ამბობს დარეჯან ცხვიტარია.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისათვის 8 პირი შიმშილობს. მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.