"პირველებმა" იმ პოლიციის მაღალჩინოსნის ვინაობა დაადგინა, ვინც ტვ პირველის ჟურნალისტის დაკავების ბრძანება გასცა

23.11.25 13:07
"პირველებმა" იმ  პოლიციის მაღალჩინოსნის ვინაობა დაადგინა, ვინც ტვ პირველის ჟურნალისტის დაკავების ბრძანება გასცა

"პირველებმა" იმ პოლიციის მაღალჩინოსნის ვინაობა დაადგინა, ვინც გიორგი მამნიაშვილის დაკავების ბრძანება გასცა. ტვ პირველს მიაწოდეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ მოუწოდებს ლაშა სალუქვაძე პოლიციის თანამშრომლებს, ჟურნალისტი დააკავონ. "ესეც მიაყოლეთ!" - ისმის კადრებში. 

სწორედ ამ ბრძანების გაცემის შემდეგ აკავებენ გიორგი მამნიაშვილს სამარალდამცველები და ე.წ. საწამებემ მიკროავტობსში სვამენ. 

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ჟურნალისტი გუშინ რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. ჟურნალისტი ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება. 

მსგავსი სიახლეები