ანდღულაძე: დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობა საქართველოში ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს

23.11.25 13:20
ანდღულაძე: დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობა საქართველოში ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს

 

 

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობა საქართველოში ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, - ასე აფასებს მედია ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე ტვ პირველის ჟურნალისტის დაკავებას. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებას მხილების ეშინია და ამიტომ ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს. 

"ქართული ოცნება" ახორციელებს ღია შეთქმულებას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. მას ქართველების ეშინია, საქართველოს მოქალაქეების ეშინია და მედია, როგორც მამხილებელი, რომელიც ერთის მხრივ, სარკეშიც აყურებინებს თუ რა მოძალადეები არიან და არაკონსტიტუციურ საქმეებს ახორციელებენ, პლიუს ამას, საზოგადოებას აცნობენ. ამიტომ შესაბამისად, ეს აქტივისტია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ცდილობენ მათზე ძალადობას. დღეს რა მდგომარეობაშიც არის ქართული დამოუკიდებელი მედია, რა ძალადობის, წნეხის, მზია ამაღლობელი გვყავს, პოლიტპატიმარია, ამდენი ჟურნალისტი პროფესიონალური მოვალეობის დროს დააკავეს და ა.შ., მსგავსი პრობლემა, გამოწვევა ეგზისტენციალური საფრთხის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, - ამბობს მედია ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ჟურნალისტი გუშინ რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. ჟურნალისტი ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება.  

მსგავსი სიახლეები