ეს არ იყო დაკავება, ეს იყო ადამიანები მოტაცება - დაკავებული აქტივისტები ადვოკატმა მოინახულა

23.11.25 13:42
ეს არ იყო დაკავება, ეს იყო ადამიანები მოტაცება - დაკავებული აქტივისტები ადვოკატმა მოინახულა

გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტები უფლებადამცველებმა მოინახულეს. ადვოკატი აიჰან ჰასანლი ამბობს, რომ იზოლატორში მოთავსებულები მხნედ არიან.

ინტერესების დამცველი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ დაკავებების ფორმა სამართლებრივად ვერ აიხსნება, რადგან ეს უფრო გატაცებებს ჰგავდა, ვიდრე ადამიანის აყვანას. 

ყველა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და როგორც გითხარით, ედავებიან  173 მუხლს და 166-ს, წვრილმან ხულიგნობას, ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ე.წ. დაუმორჩლებლობას ედავებიან, ზოგ შემთხვევაში წვრილმან ხულიგნობას. სამართლებრივად ეს არ არის დაავება, ეს არის ადამიანის მოტაცება. რა კადრებიც გვაქვს დაკავებულებთან მიმართებაში, იქ ვერ აიხსნება, თუ რა სახის დაუმორჩილებლობასა თუ წინააღმდეგობაზე იყო საუბარი. თუნდაც მარიამ მეყანწიშვილის შემთხვევაში, არაფერი იკვეთება სიტუაციიდან, უცბად შემოვარდნენ პოლიციელები და დააკავეს. გიორგი სავანელის შემთხვევაში არის საკმაოდ უცნაური სიტუაცია, სადღაც 5-6 წამიანი კადრია და ეს დაკავება, რა ფორმითაც აკავებენ, ეს ამართლებრივად ვერ აიხსნება, - ამბობს აიჰან ჰასანლი. 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე ღამით ჯამში ათი ადამიანი დააკავეს - ორი პარლამენტის წინ, რვა ინგოროყვას ქუჩაზე. პოლიცია მოქალაქეებს სათამაშო მამლების, მეგაფონის და მწვანე საფარზე დგომის გამო იჭერდა. დაკავებულებიდან სამი ქალია. 

საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში თამუნა გიორგაძის, ირაკლი ფიფიასა და მურმან შელიას პროცესები დაიწყება. ისინი პოლიციამ ორი დღის წინ ოპერისა და ბალეტის თატრის მიმდებარედ დააკავა. 

მსგავსი სიახლეები