მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მურმან შელია და ირაკლი ფიფია 2000-2000 ლარით, ხოლო თამარ გიორგაძე 3500 ლარით დააჯარიმა
21 ნოემბერს დაავებულ სამივე აქტივისტს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ცნობილი ხდება, რომ მურმან შელიას და ირაკლი ფიფიას 2000-2000 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ, ხოლო თამარ გიორგაძეს - 3500.
ადვოკატები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ბრალდების მხარემ სხდომაზე მოწმის სტატუსით მიიყვანა, უფრო დაცვის მხარის პოზიციას ასახავდა.
სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, ფაქტობრივად, იყო დაცვის მხარის მტკიცებულებები გამომდინარე იქიდან, რომ შსს-მ წარმოადგინა ვიდეოკადრები, როგორ ესხმიან თავს პოლიციელები თავს სამივე დაკავებულს. პოლიციელები არაერთგვაროვან ჩვენებას აძლევდნენ, მაგალითად, ერთი ამბობდა, რომ თითქოს 15 მეტრიდან ყვიროდა, რომ გზაზე არ უნდა გადასულიყვნენ, მეორე ამბობდა, რომ 5 მეტრში იდგა. ამის მიუხედავად, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო სამივე, მაგრამ საბედნიეროდ, არ გამოიყენა პატიმრობა და შემოიფარგლა ჯარიმით, - ამბობს ინტერესების დამცველი.
აქციის სამივე მონაწილეს წვრილმან ხულიგნობას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გინებას ედავებოდნენ.