დამოუკიდებელი მედია "ოცნებას" ყელში აქვს გაჩხერილი, ამიტომაც უტევს - მედიაექსპერტები

23.11.25 17:17
დამოუკიდებელი მედია "ოცნებას" ყელში აქვს გაჩხერილი, ამიტომაც უტევს - მედიაექსპერტები

ივანიშვილის ხელისუფლებას ჟურნალისტებზე ნადირობა აქვს გამოცხადებული, - ასე აფასებენ მედიაექსპერტები აქციაზე ტვ პირველის ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაკავებას. 

მედიის განვითარებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხელისუფლების მიზანია, მოსახლეობამდე სიმართლემ არ მიღწიოს და დამალული დარჩეს ის ინფორმაცია, რაც ქვეყანაში რეალურად ხდება. 

ხელისუფლებას აქვს ნადირობა გამოცხადებული ჟურნალისტებზე ერთადერთი მიზნით: ერთის მხრივ, დააშინოს საზოგადოება, მეორეს მხრივ, დატოვოს ინფორმაციის გარეშე მოსახლეობა იმ რეპრესიების შესახებ, რომელიც საპროტესტო აქციებზე იჩენს თავს და პროტესტის მიღმაც. მიზანი არის დამალული ინფორმაცია და დარჩნენ იმ სახელისუფლებო პროპაგანდის ამარა, რომელიც უმალავს საზოგადოებას რეალურ ვითარებას, თუ რა პროცესები ხდება, როგორ ხდება ქვეყნის იზოლირება დასავლური სამყაროსგან და ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ მკვიდრდება ავტპკრატიული რეჟიმის ქვეყანაში, - ამბობს მედიის განვითარებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

ამავე აზრზს იზიარებს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. მისი შეფასებით, კრიტიკული მედია "ოცნებას" ყელში აქვს გაჩხერილი და მისი აგრესიაც ამასთან არის კავშირში.  

დამოუკიდებელი მედია არის ის, რაც ყელში ჰყავს გაჩხერილი "ქართულ ოცნებას", ვერ მოახერხა მისი განეიტრალება და ამიტომ უტევს ასე აგრესიულად, ის არ ერიდება დაკავებას, ცემას, გინებას ჟურნალისტებისას. ეს ტერორი არის უკანასკნელი გაფართხალება "ქართული ოცნების" იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვაშინონ, სახლებში შეგვკეტონ და ხმა არ ამოვიღოთ. ბანალური სურვილები აქვთ მათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ტვინი არ აქვთ, რომ მიხვდნენ -  არ შეეშინდება ამ ხალხს, - ამბობს ნინია კაკაბაძე. 

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ჟურნალისტი გუშინ რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. ჟურნალისტი ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება.  

მსგავსი სიახლეები