ჯარიმების ბუმი საქართველოში და მოქალაქეთა ჯიბეებზე აშენებული ბიუჯეტი

23.11.25 20:32
ჯარიმების ბუმი საქართველოში და მოქალაქეთა ჯიბეებზე აშენებული ბიუჯეტი

რეკორდულად გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმების ხარჯზე ბოლო ათ თვეში ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან ოქტომბრამდე სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 36 მილიონით გაიზარდა, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის გამოწერილი ჯარიმებიც და სასამართლოს მიერ დაკისრებული სანქციებიც.

სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ბოლო თვეებში პროტესტის ჩასახშობად ყველა შესაძლო რეპრესიული ბერკეტი გამოიყენა - 500-ლარიანი ჯარიმები ათჯერ გაიზარდა, გაორმაგდა სანქციები სტენსილების, პლაკატების გაკვრისა და აქციებზე პირბადით დგომის შემთხვევებზე. მათი თქმით, საზოგადოების დაშინების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და ჯარიმები საბოლოოდ მასობრივი დაკავებებით შეიცვალა.

საგზაო დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიც მკვეთრად გაიზარდა - მძღოლებმა არასწორი პარკირებისა და სხვა წესების დარღვევისთვის ათ თვეში 217 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს, რაც 29 მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით.

შსს ამას გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფით ხსნის, თუმცა კორუფციის მკვლევარები მიუთითებენ, რომ ჯარიმების ზრდის პარალელურად ავტოსაგზაო შემთხვევებიც იმატებს, რაც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი მოქალაქეებისგან თანხის ამოღებაა და არა უსაფრთხოების გაუმჯობესება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები