სად წავიდა 9 მლნ 837 ათასი ლარი, რომელიც კვლევითი ინსტიტუტის ასაშენებლად უნდა დახარჯულიყო? - ოპოზიცია პასუხებს ითხოვს
ასწლოვანი ისტორიის მქონე ინსტიტუტის შენობა "ოცნების" ხელისუფლებამ გაასხვისა - ოპოზიცია საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. „შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, არსებობს ეჭვი, რომ ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ობიექტის გაყიდვა წინასწარ შეთანხმებული სქემით განხორციელდა.
სქემაზე მიუთითებს აუქციონის გაუქმებაც - პროცესი დასრულების ეტაპზე შეჩერდა და ხელახლა გამოცხადდა, ხოლო საბოლოო მყიდველი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის შვილის კომპანია გახდა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელმისაწვდომი ფაქტები საკმარის საფუძველს ქმნის, რათა პროკურატურამ ქონების გასხვისების გარემოებები შეისწავლოს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.