ერთი დღე ტყოვეობაში - ტვ პირველის ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს

23.11.25 20:18
ერთი დღე ტყოვეობაში - ტვ პირველის ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს

22 ნოემბერს „ტვ პირველის“ ჟურნალისტის დაკავების უკანონო ხასიათს ახალი ვიდეოკადრებიც ადასტურებს. კადრებში ჩანს, რომ გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებს - ის იღებს მომიტინგეების დაკავებას და მასალას რედაქციას უგზავნის. სწორედ ამ დროს, როგორც ჩანს, პოლიცია მისი მუშაობით გაღიზიანდა და ლაშა სალუქვაძემ ჟურნალისტის დაკავების ბრძანება გასცა. ვიდეოში ისმის მითითება, რომელიც საქმის არსს ნათლად აჩვენებს.

ვინ არის სალუქვაძე?

ლაშა სალუქვაძე საზოგადოებამ უკვე იცის - 2024 წლის 13 ნოემბერს იგი რამდენიმე ქალმა ფიზიკურ ძალადობაში ამხილა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გამართულ აქციაზე სალუქვაძე პირდაპირ ქალებზე განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდა.

„ტვ პირველის“ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ გიორგი მამნიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ჟურნალისტის პოლიციის მანქანაში ჩასმისთანავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურმა შსს-ს ოფიციალურად აცნობა, რომ მამნიაშვილი აქციაზე ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. ამის დასადასტურებლად არსებობს როგორც ვიდეოკადრები, ასევე თავად ჟურნალისტის მიერ რედაქციაში გაგზავნილი ინფორმაცია.

მიუხედავად ამისა, გელაძის უწყებამ ჟურნალისტი მაინც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები