ფიზიკური დაპირისპირება წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო - დაკავებულია 1 პირი

24.11.25 10:33
ფიზიკური დაპირისპირება წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო - დაკავებულია 1 პირი

თბილისში 1991 წელს დაბადებული ნ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

დანაშული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა - 1991 წელს დაბადებულ ს.ქ.-ს  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ნ.ფ. ცხელ კვალზე  დააკავეს. დანაშული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები