ბოლო ცნობები ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთიდან, სადაც მიწა ჩამოიშალა - ადგილობრივები უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ
სოფელ წკერესთან სადაც, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, მიწის მასა ჩამოიშალა მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
“პირველების“ჟურნალისტი შეეცადა, გაერკვია, რომელი კომპანიის წარმომადგენლები არიან ადგილზე, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო. ადგილზე არც სპეციალური ბანერია, რომლითაც გაირკვევა, კონკრეტულად, რომელი კომპანია აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს.
ადგილობრივები უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს და ზედამხედველობასაც არავინ უწევს.
მთლიანად მუშა პროცესი, რაც ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად არ არის დაცული არც მუშის და არც იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე, რადგან ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი 2წლის წინ მოხდა, როცა ჩინეთის 2 მოქალაქე გარდაიცვალა. ამ ემწყერმა ასევე ჩაიტანა იქ მომუშავე ტექნიკა და ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ. მიმდიანრე პროცესში დაზიანდა ადგილობრივების საკუთრება, მიწები, სახლები, თუმცა, სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ცდილობენ ეს პროექტი მალე დაასრულონ და უამრავი შეცდომით და დანაკარგით,რ აც გუშინდელმა დღემაც დაადასტურა. იყო ინტერესები საგზაო დეპაერტამენტიდან, სამინისტროდან და არ კეთდებოდა პროექტი იმ სტანდარტის შესაბამსიად, როგორც უნდა გაკეთებულიყო, ამიტომაც არის შედეგები ის, რაც არის, - ამბობს ადგილობრივი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 23 ნოემბერს, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის 4 თანამშრომელი — თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები — ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა და დაიღუპა, ხოლო ერთი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.