ტვ პირველის დაკავებული ჟურნალისტი პროცესის მოლოდინშია - რას ამბობს ადვოკატი

24.11.25 11:48
ტვ პირველის დაკავებული ჟურნალისტი პროცესის მოლოდინშია - რას ამბობს ადვოკატი

 

 

საქალაქო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნას ელოდება ტვ პირველის დაკავებული ჟურნალისტი, რომელიც ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გიორგი მამნიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები მას ჯერ არ გადასცემია, თუმცა საკუთარი ძალებით უკვე მოაგროვა მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ამტკიცებს. 

ინტერესების დამცველის თქმით, მამნიაშვილი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და არ იყო წარმოდგენილი როგორც აქციის მონაწილე, შესაბამისად, მისი დაკავება უკანონოდ მოხდა. 

თითქმის 48 საათი გავა უკვე დღეს. ჯერჯერობით ჩენ არცერთი დოკუემნტი, არცერთი ფურცელი არ გადმოგვცემია იმისთვის, რომ მინიმუმ, ვიცოდეთ, რას ედავებიან ადამიანს, რა არის ფაქტობრივი გარემოებები ან ვინ არიან მოწმეები, რომლებმაც შეიძლება, რაიმე სახის უკანონო მოქმედება დაადასტურონ, თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ, დამოუკიდებლად, ჩვენი ვარაუდის მიხედვით რა შეიძლება, იყოს სადავო, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მტკიცებულება მოვაგროვეთ. მათ შორის ცნობები, მათ შორის მოწმეები, ვიდეოჩანაწერები, სქრინები, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, გიორგი იყო აქციაზე არა როგორც აქტივისტი, არამედ ჟურნალისტი და დაკავების მომენტში მას უკანონო არაფერი განუხოციელებია გარდა იმისა, რომ თავად უკანონოდ მოექცა სამართალდამაცვი, რომელმაც დაკავების პროცესში, როცა სხვას აკავებდნენ, გიორგი იღებდა და სამართალდამცავი ეუბნებოდა, რომ აი, ესეც მიაყოლეთ, ესეც დააკავეთ და ისიც აღმოჩნდა უცებ პოლიციის მანქანაში, - ამბობს ტვ პირველის იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ჟურნალისტი ორი დღის წინ რუსთაველზე იმ დროს დააკავეს, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.  

მსგავსი სიახლეები