მიქაუტაძე მოწმეს: არავისთან გქონიათ კომუნიკაცია, რომ ჩემთან “ქართულ, ჯიგრულ პონტში“ მოგეგვარებინათ?

24.11.25 14:33
მიქაუტაძე მოწმეს: არავისთან გქონიათ კომუნიკაცია, რომ ჩემთან “ქართულ, ჯიგრულ პონტში“ მოგეგვარებინათ?

ჩაწყობილი ტენდერების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში - ერთ-ერთმა მოწმემ,  კომპანია „მაი ჯიპიესის" წარმომადგენელმა, მიხეილ ჩაკაბერიამ ჩვენება მიქაუტაძის წინააღმდეგ მისცა და 2019 წელს გამართული ტენდერის დეტალებზე ისაუბრა.

მისი ჩვენების მიხედვით, 2019 წელს მან ტენდერში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა. მისმა კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფთან" ხელშეკრულება გააფორმა, რაც ლედსანათების მიწოდებას გულისხმობდა.

ჩაკაბერიას ჩვენების მიხედვით, აღნიშნული სანათები მას რომეო მიქაუტაძემ დაუხარვეზა, რადგან ის მიქაუტაძის გადაწყვეტილებით, სახელშეკრულებო პირობებს არ შესაბამებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩაკაბერიამ სასამართლო დავა მოიგო, რის შედეგადაც სახელმწიფოს 114 000 ლარის ზიანი მიადგა.

2019 წელს ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც კომპანიამ გაიმარჯვა. ნიმუში წარვადგინეთ, რის შემდეგაც, ხელშეკრულება გაფორმდა. მეორე ეტაპზე როცა მივაწოდეთ უკვე თბილსერვისს ლედ სანათები, პრობლემა შეიქმნა, გვითხრეს, რომ სანათი მოთხოვენბს არ აკმაყოფილებდა. გავასაჩივრეთ სასამართლოში და დადგინდა, რომ სანათს რელურად არ ჰქონდა პრობლემა. 400 000 ლარზე მეტის ტენდერი იყო. თითქოს სანათის წონა იყო პრობლემა. ავუხსენი ყველაფერი, თუმცა წერილი მომოვიდა, რომ სატენდერო პირობებს არ შეესაბამებოდა, ამის გამო წავედი სასამართლოში, -თქვა მან პროცესზე.

ჩაკბერიას საუბრის შემდეგ თავად მიქაუტაძემ დაუსვა კითხვა და დაინტერესდა:

როცა გარკვეული საკითხები წამოიჭრა, არავისთან გქონიათ კომუნიკაცია, რომ ჩემთან ეს „ქართულ ჯიგრულ პონტში" მოგეგვარებინათ? 

მოწმემ მიქაუტაძის კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.

ადვოკატის, ბექა ნემისწვერიძის განცხადებით კი, პროდუქციის დახარვეზების გადაწყვეტილება მიქაუტაძის პირადი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები