ტვ პირველის დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი გელაძის მოადგილეს პასუხობს
TV პირველის დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი გეკა გელაძის მოადგილეს პასუხობს.
გიორგი მამნიაშვილის ინტერესების დამცველის თქმით, იზოლატორში შეყვანისას დაკავებული ნაწილობრივ უნდა გაშიშვლდეს, რათა შესაძლო დაზიანებები იქნას აღწერილი, ხოლო რაც შეეხება ადამიანის სრულად გაშიშვლებას, ეს კანონით აკრძალულია.
თორნიკე მიგინეიშვილი ასევე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, რა მტკიცებულებებს წარადგენს შსს დაკავებული გიორგი მამნიაშვილის წინააღმდეგ.
ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებზე ჯერჯერობით სადაც ვყოფილვარ, არანაირი ვიდეომტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი გარდა გზის გადაკეტვის საქმეებისა, ამიტომ არ ვიცი დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ადმინისტრაიული ორგანო, გარდა იმ მოწმეებისა, რომლებიც ალბათ ისაუბრებენ იმ ყველაფერზე, რაც, რეალურად არ განხორციელებულა.
რაც შეეხაბა დარახველიძის განცხადებას, მეც ნვახე განცხადება და ეს ნაწილობრივ არის სიმართლე. ადამიანი როდესაც შედის იზოლატორში, ის ნაწილობრივ უნდა გაშიშვლდეს, იმიტომ, რომ მისი დაზიანებები აღიწეროს ნათლად, მაგრამ 2016 წლის შსს-ს ბრძანებაა, სადაც პირდაპირ მინისტრი ამბობს, რომ კანონის თანახმად შეუძლებელია და აკრძალულია პირდაპირ ადამიანის სრული გაშიშვლება, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, ტვ პირველის ჟურნალისტის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. საქმე მოსამართლე ზვიად ცეკვავას დაეწერა.
გიორგი მამნიაშილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.