ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პროცესზე "ოცნების" პრემიერის წარმომადგენელი არ გამოცხადდა

24.11.25 15:18
ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პროცესზე "ოცნების" პრემიერის წარმომადგენელი არ გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. როგორც ადგილიდან TV პირველის კორესპოდენტი იტყობინება, პროცესზე კობახიძეს მოპასუხე უნდა გამოეგზავნდა, თუმცა ეს უკანასკნელი სასამართლოში არ გამოცხადდა. 

სარჩელით ტყვეობაში მყოფი ქალიჟურნალისტის ადვოკატები ირაკლი კობახიძისგან ითხოვენ მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას მოითხოვენ.

  • „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელიმოქმედებდა „დაკვეთით“, როცა  „პოლიციელს მიაკრა სტკერი“„უცხოელ აგენტებს უნდა დაეკნინებინათ ქართული პოლიცია“ - ყვებოდა სამთავრობო ეთერში კობახიძე. 

განახლება: თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა.

მოსამართლე დავით აკობიძემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.

საქმე ეხება სარჩელს, რითაც მზია ამაღლობელი ითხოვს, კობახიძემ უარყოს თავისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ამაღლობელი „დავალებით და შეკვეთით მოქმედებდა“.