ივანიშვილის დავა მილიონებზე - ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

24.11.25 15:27
ივანიშვილის დავა მილიონებზე - ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ბრიტანეთის საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია -  განაჩენის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

უფრო კონკრეტულად: 

ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა დღეს გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. [აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა].

Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ექსპერტების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამერიკული სანქციების გამო, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თანხებზე წვდომა ვერ დაიბრუნოს. შემდგომი ეტაპები შეეხება უკვე თავად თანხის მიღების სამართლებრივ მექანიზმებს. 

  • 20 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განცხადებაში აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამერიკული სანქციების გამო ივანიშვილს თანხა მოგების შემთხვევაშიც ვერ მიეღოს. 

ცნობისთვის, დავა ქართველ მილიარდერსა და Credit Suisse-ს შორის, სხვადასხვა იურისდიქციაში [ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში], წლებია მიმდინარეობს.

  • ივანიშვილი ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ მისი კუთვნილი თანხების დაკარგვის გამო ჩიოდა. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.
  • ბერმუდის კუნძულებზე დავა 2022 წელს დასრულდა, მაშინ სასამართლომ ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.