მოსამართლე დავით მაკარაძემ გიორგი ბალხამიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
22 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ბალხამიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბალხამიშვილს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.