ვინ არის პოლიციელი, რომელმაც TV პირველის ჟურნალისტის დაკავების ოქმის შემდგენად დასახელდა
ვინ არის პოლიციელი, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, TV პირველის ჟურნალისტის დაკავების ოქმი შეადგინა - გიორგი მამნიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოზე ჩვენება ნიკა შიუკაშვილმა მისცა.
შს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი 22 ნოემბერს ინგოროყვას ქუჩაზე, აქციაზე გიორგი მამნიაშვილი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა უმისამართოდ, რასაც გიორგი კატეგორიულად გამორიცხავს.
შსს მამნიაშვილს წვრილმან ხულიგნობას ედავება.
მამნიაშვილმა დღეს პროცესზე დაკავების დეტალებზე ისაუბრა.