სასამართლომ ლუკა ჭოხონელიძე 5 დღით პატიმრობაში გაუშვა, ცოტნე მირცხულავა კი 5 000 ლარით დააჯარიმა

24.11.25 18:28
სასამართლომ ლუკა ჭოხონელიძე 5 დღით პატიმრობაში გაუშვა, ცოტნე მირცხულავა კი 5 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ გამოაცხადა. 

ხოლო ცოტნე მირცხულავა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. მის საქმეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.