უსამართლობის ზეიმი სასამართლოში - "TV პირველის" ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე შსს-ს თავზე ჩამოენგრა

24.11.25 20:36
უსამართლობის ზეიმი სასამართლოში - "TV პირველის" ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე შსს-ს თავზე ჩამოენგრა

ვიდეო მასალამ, "TV პირველი" ჟურნალისტის წინააღმდეგ შეკერილი საქმე შინაგან საქმეთა სამინსიტროს თავდაყირა დაუყენა. კადრები, სადაც ჩანს რომ გიორგი მამნიაშვილი პოლიციამ უკანონოდ დააკავა, დღემდე მის ტელეფონში ინახებოდა. მობილური ჟურნალისტის დაკავების შემდეგ დალუქეს, დღეს კი პროცესზე "TV პირველის" მოთხოვნით გაიხსნა. დადასტურა, რომ გიორგი მამნიაშვილი პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავა და მათთვის ცნობილი იყო, რომ ჟურნალისტს აკავებდნენ.

ვიდრე ტელეფონი გაიხსნებოდა და კადრები გამოჩნდებოდა, პოლიციელი დაკითხვის დროს ამბობდა, რომ ჟურნალისტი აგინებდა და ამის გამო დააკავეს, თუმცა უწყვეტი ვიდეომასალის ჩვენების შემდეგ დადგინდა, რომ ნიკა შიუკაშვილმა ცრუ ჩვენება მისცა, რაც დასჯადი ქმედებაა, წესით ახლა გამოძიება მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემის გამო უნდა დაიწყოს.

"TV პირველის" ჟურნალისტის საქმეში, გელა გელაძის უწყებამ გააყალბა დამკავებელი პოლიციელების ვინაობაც, ოქმში სულ სხვა ხალხი ჩაწერეს, რეალურად კი გიორგი მამნიაშვილი სულ სხვა პოლიციელებმა დააკავეს. გაყალბებული მტკიცებულებები დარბაზში "TV პირველის" ჟურნალისტმა ამხილა. 

რეპრესიები ჟურნალისტების წინააღდეგ სულ სხვა ეტაპზე გადადის , მიუხედავად იმისა, რომ სასამრთლო პროცესზე გასაჯაროებული ვიდეომასალით დადასტურდა, რომ ჟურნალისტი უკანონოდ იყო დაკავებული, ის მაინც დააჯარიმეს 3000 ლარით. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები