პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა

24.11.25 21:58
პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა

 

 

შინაგანს საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის 4 მონაწილე დააკავეს. პოლიციამ ისინი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობის დროს აიყვანა. 

დაკავებულებს შორის არიან:

  • ლუკა ხიზაძე;
  • ლადო გამყრელიძე;
  • გიორგი ყურუაშვილი;
  • დათა ქაშიაშვილი.

ცნობისთვის, დღეს, უწყვეტი პროტესტის 362-ე დღეს მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და ტრადიციულად მსვლელობა დაიწყეს. 

მსგავსი სიახლეები