აქტივისტმა, ხალიბეგ მაგამედოვმა 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა
ხალიბეგ მაგამედოვმა 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. სამოქალაქო აქტივისტი რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
ცნობისთვის, აქტივისტი პოლიციამ 19 ნოემბერს, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე, მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის დროს დააკავა.
ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, მოსამართლე დავით მაკარიძემ 5 დღით პატიმრობაში გაუშვა.