შსს აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს

24.11.25 23:23
შსს აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს

 

 

შსს აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს, ცოტა ხნის წინ აიყვანეს კიდევ ერთი პირი, ავთო მიქაძე. 

ის პოლიციამ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერთან დააკავა, სადაც საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე დააკავეს: 

  • ლუკა ხიზაძე;
  • ლადო გამყრელიძე;
  • გიორგი ყურუაშვილი;
  • დათა ქაშიაშვილი;
  • დათო ლომინაშვილი;
  • ერეკლე კოპლატაძე;
  • ირაკლი მოდებაძე.