"ბრძოლა ბოლომდე, გარდაუვალ გამარჯვებამდე!" - დათა ქაშიაშვილის წერილი იზოლატორიდან
გუშინ, საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებული დათა ქაშიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წერილს ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტი მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და წერს, რომ მისი აქციაზე დგომა სინდისით იყო განპირობებული.
სალამი მეგობრებო. გუშინდელი დღე ცოტა უცნაური იყო, მე და ხიზა [ლუკა ხიზაძე] დილის ხუთ საათამდე ერთად ვიყავით და ერთმანეთს ვამხნევებდით.
უდიდესი მადლობა ყველა მხარდაჭერისთვის. გუშინდელი ჩემი იქ დგომა, ჩემი სინდისით იყო განპირობებული, ხოლო ადამიანს თუ შეუძლია მისი სინდისის წინააღმდეგ წასვლა, ეს არის მისი ადამიანობის ფასი.
ბრძოლა ბოლომდე, გარდაუვალ გამარჯვებამდე!" - წერს დათა ქაშიაშვილი.