ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - რა ხდებოდა სანდრო წივწივაძის სასამართლო პროცესზე
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მვლელობის საქმე - ცალკე წარმოებად მიმდინარე სანდრო წივძივაძის საქმეზე, დღეს საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო. პირველ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს.
მოსამართლე, რომელსაც საქმის განხილვა დაეწერა, ირაკლი ხუსკივაძეა. დღევანდელ სხდომაზე მის აცილებას დაცვის მხარე ითხოვდა. წივწივაძის ადვოკატის თქმით, ხუსკივაძეს სანდრო წივწივაძის საქმეში მთელ რიგ განჩინებებზე აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე სანდრო წივწივაძის სახლში, როდესაც ადვოკატის განმარტებით, ხუსკივაძემ 4 წლის წინ გარდაცვლილი წივწივაძის ბებიისთვის მოსმენას აუნთო მწვანე შუქი, თუმცა მოსამართლემ საქმე არ აიცილა.
ცნობისთვის, წივწივაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი წლების წინ მას ფარცხალაძის საძმომ წაართვა. ამის შემდეგ მან ადვოკატიც შეიცვალა. უფლებადამცველი კი ვინც ახლა წივწივაძეს იცავს, ამტკიცებს, რომ გამოკითხვის ოქმი, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, ბრალდებულს არ ეკუთვნის.
სანდრო წივწივაძის უფლებების დარღვევა მიმდინარეობდა, ვგულისხმობ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს. წივწივაძე აქტიურად აპელირებს, რომ ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, მას არ ეკუთვნის. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს და მის გარდაცვლილ ბებიას, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახდა ფარული მოსმენის ობიექტს, იყო მისი ბებია, რომელიც გარდაიცვალა 2021 წელს და მისი გარდაცვალების შესახებ წივწივაძეს გამოკითხვის ოქმში უკვე ჰქონდა მითითებული.
ერთადერთი რაც მითითებულ საქმეზე დგინდება, გამომძიებლებმა არ შეასრულეს ჯეროვნად მათზე დაკსირებული მოვალეობები, რამაც გამოიწვია, რომ ვერც იარაღები იპოვეს და საერთოდ, მტკიცებულებები განადგურდა. გიორგი კაჭკაჭიშვილის შემავალ და გამავალ ზარებს, რომელცი დაცვის მხარეს სწორედაც იმიტომ სჭირდებოდა, რომ დაედგინა, რომ მათ შორის არანაირი კავშირი არ იყო და არც სატელეფონო ანძების კვეთა არ ყოფილა ერთმანეთთან, რომ ერთად ყოფილიყვნენ და ვთქვათ, კვეთა ჰქონოდათ, გადაწყვიტა სასამართლომ, რომ აღნიშნულს შემხებლობა არ ჰქონდა მითითებულ საქმესთან", - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა ამბობს, რომ წლების განმავლობაში სანდრო წივწივაძემ 5 ცეცხლსასროლი იარაღი სამ ეტაპად უკანონოდ გაასხვისა, ერთ-ერთი არის სწორედ ის ეპიზოდი, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი გიორგი ჯოხაძესა და გიორგი კაჭკაჭაშვილზე (კანონიერი ძმის მკვლელობის ფიგურანტებზე) გასაღდა. პროკურორის თქმით, ამის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება დევს საქმეში, რაც დაადასტურებს, რომ წივწივაძემ იარაღები არადაკარგა, არამედ მიზანმიმართულად გაასხვისა.
- წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების გარდა, ასევე ბრალი ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წივწივაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, სასამართლო დაკავებულის საქმზე მტკიცებულებების გამოკვლევას 28 ნოემბრიდან დაიწყებს.
- ჭავჭავაძის გამზირზე მოხმდარი დანაშაულიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ თბილსის ცენტრში მომხდარი შეკვეთილი მკვლელობის დამკვეთი ისევ დაუდგენელია. მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმებ მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ კი პროკურატურამ გამოძიების ვადა გაზარდა და დამატებით მტკცებულებებს ეძებს.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
24 ოქტომბერს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, უზილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.