"ეშინიათ 28 რიცხვის და ამიტომ არიან ასე გამგელებულები" - ლუკა ხიზაძის წერილი იზოლატორიდან

25.11.25 15:04
"ეშინიათ 28 რიცხვის და ამიტომ არიან ასე გამგელებულები" - ლუკა ხიზაძის წერილი იზოლატორიდან

გუშინ, საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებული ლუკა ხიზაძე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წერილს აქვეყნებს. 

სამოქალაქო აქტივისტი წერს, რომ "რეჟიმს" 28 ნოემბრის ეშინია და ამიტომ არიან ასე "გამგელებულები". 

სალამი თანამებრძოლებს, დიღმის მეშვიდე საკნიდან. მხნედ ვარ, ეს არაფერია. მომისჯიან ალბათ, მაგრამ არაუშავრს. ეშინიათ მეგობრებო, ეშინიათ 28 რიცხვის და ამიტომ არიან ასე გამგელებულები. მჯერა ამ დღეებს დავძლევთ და 28-მდე მივაღწევთ უშიშრად, მერე კი ამათ ეშინოდეთ. 

საქართველო არ გარუსდება! ვერ გააჩუმებენ პროტესტის ხმას. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს," - წერს ლუკა ხიზაძე. 

[ლუკა ხიზაძის ფოტო: "პუბლიკა"] 

მსგავსი სიახლეები